BAMI.GE

მენიუ

მთავარი კონტაქტი

კატეგორიები

შესვლა
Epson EcoTank All-In-One L14150 Wi-Fi A3+ Printer
პრინტერები

Epson EcoTank All-In-One L14150 Wi-Fi A3+ Printer

კოდი: 760 9 ნახვა მარაგშია

2,260.00
YC11CH96404
Facebook WhatsApp

Epson EcoTank L14150 — მრავალფუნქციური A3+ პრინტერი თქვენი ბიზნესისთვის Epson EcoTank L14150 წარმოადგენს მაღალი წარმადობის, ყველაფერი ერთში პრინტერს, რომელიც სპეციალურად ინტენსიური სამუშაო პროცესისთვის და მაღალი საექსპლუატაციო დატვირთვებისთვის არის შემუშავებული. მისი მთავარი უპირატესობა სრულ ავტომატიზაციაშია: მოწყობილობა მაქსიმალურად უმარტივებ...

პროდუქტის მახასიათებლები

Epson EcoTank L14150 — მრავალფუნქციური A3+ პრინტერი თქვენი ბიზნესისთვის


Epson EcoTank L14150 წარმოადგენს მაღალი წარმადობის, ყველაფერი ერთში პრინტერს, რომელიც სპეციალურად ინტენსიური სამუშაო პროცესისთვის და მაღალი საექსპლუატაციო დატვირთვებისთვის არის შემუშავებული. მისი მთავარი უპირატესობა სრულ ავტომატიზაციაშია: მოწყობილობა მაქსიმალურად უმარტივებს მომხმარებელს ყველა ფუნქციით სარგებლობას — იქნება ეს A3+ ბეჭდვა (უკანა მიწოდების), A4 სკანირება, კოპირება თუ ფაქსი. ავტომატური ორმხრივი ბეჭდვა (Duplex), 35-გვერდიანი ავტომატური მიმწოდებელი (ADF) და ინტუიტიური LCD სენსორული ეკრანი, საშუალებას გაძლევთ მართოთ პროცესები ავტონომიურად, კომპიუტერის გარეშეც, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს თქვენს დროს.

მოწყობილობა იდეალურად არის მორგებული მცირე ჯგუფური მუშაობისთვის — Ethernet და Wi-Fi მხარდაჭერა საშუალებას აძლევს მთელს გუნდს, მართოს პროცესები შეუფერხებლად და კომფორტულად. 250-ფურცლიანი ტევადობის ძირითადი სათავსო, განკუთვნილია A4 ფურცლებისთვის (არ გჭირდებათ ხშირად ფურცლების დამატება, იშვიათად წყდება სამუშაო პროცესი), ხოლო სპეციალური უკანა მიმწოდებელი პანელი საშუალებას გაძლევთ, საჭიროების შემთხვევაში, მომენტალურად გადახვიდეთ A3+ ფორმატის ბეჭდვაზე.



ვისთვის არის საუკეთესო არჩევანი Epson L14150 პრინტერი?


თუ თქვენი საქმიანობა ყოველდღიურ, სწრაფ A4 დოკუმენტბრუნვას მოითხოვს, თუმცა პერიოდულად გჭირდებათ ნახაზების, გეგმებისა თუ პოსტერების A3+ ფორმატში ბეჭდვა — ეს მოდელი თქვენთვისაა:



არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის: ვისაც სჭირდება კომპაქტური, მაგრამ ძლიერი მოწყობილობა საპროექტო მასალებისა და მაღალი გრაფიკული სიზუსტის ნახაზების წარსადგენად.


საინჟინრო და სამშენებლო ბიუროებისთვის: სადაც პრიორიტეტულია ტექნიკური დოკუმენტაციის სწრაფი ბეჭდვა, სრული მობილურობა და მოწყობილობის მაღალი საექსპლუატაციო ამტანობა.


ოჯახებისთვის, სადაც ბეჭდვის მოთხოვნა მაღალია და მრავალფეროვანი: ერთი უნივერსალური L14150 სრულად ანაცვლებს რამდენიმე სხვადასხვა მოწყობილობას. ის იდეალურად ართმევს თავს როგორც ბავშვების ფერად სასკოლო პროექტებს, ისე სტუდენტების დიდი მოცულობის საკონსპექტოსა და მშობლების პროფესიულ, საქმიან, როგორც A4 ასევე A3 დოკუმენტაციას.


თანამედროვე ოფისებისა და სტარტაპებისთვის: სადაც აფასებენ დროს, რესურსების ეკონომიას და სურთ ერთი მრავალმხრივი, ავტომატიზებული სისტემით გადაჭრან ყველა ბიზნეს-ამოცანა.


რატომ არის Epson L14150 საუკეთესო ინვესტიცია თქვენი საქმიანობისთვის?



რეკორდული ეკონომია და რესურსი: ინოვაციური EcoTank სისტემა ბეჭდვის ხარჯებს საშუალოდ 90%-ით ამცირებს. ერთი სრული გამართვით თქვენ იღებთ 7,500 შავ-თეთრ და 6,000 ფერად გვერდს, რაც ინტენსიური მოხმარების პირობებშიც კი წლებს ჰყოფნის.
PrecisionCore™ საიმედოობა: აპარატი აღჭურვილია პროფესიული, სითბოს გარეშე მომუშავე (Heat-Free) ბეჭდვის თავაკით. ის გამოირჩევა მაღალი სისწრაფით (17ppm), სიზუსტით და რაც მთავარია — გათვლილია პრინტერის ექსპლუატაციის მთელ პერიოდზე.
ბეჭდვის უბადლო ხარისხი: პიგმენტური შავი მელანი უზრუნველყოფს ტექსტის ისეთ მკაფიო და ღრმა ფერს, რომელიც არ იდღაბნება და პასუხობს საუკეთესო საოფისე სტანდარტებს, ხოლო ფერადი მელნები თქვენს პროექტებს ხასხასა და რეალისტური ფერებით აცოცხლებს.
სრული მობილურობა და კავშირი: Wi-Fi Direct-ისა და Epson iPrint აპლიკაციის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ მართოთ ბეჭდვის პროცესი ნებისმიერი ადგილიდან, სმარტფონის ან პლანშეტის გამოყენებით.
ჭკვიანი ავტომატიზაცია: ავტომატური ორმხრივი ბეჭდვა (Duplex) და 35-გვერდიანი ავტომატური მიმწოდებელი (ADF) მინიმუმამდე დაყვანს თქვენს ჩართულობას რუტინულ პროცესებში, რაც საშუალებას გაძლევთ კონცენტრირდეთ მთავარ საქმეზე.


მარტივი და სუფთა გამართვა: ახალი თაობის ბოთლები შექმნილია ისე, რომ მელნის დაქცევა გამოირიცხოს და თითოეული ფერი მხოლოდ თავის შესაბამის რეზერვუარს მოერგოს.


მოვლა და საექსპლუატაციო რეკომენდაციები:

1. სისტემის რეგულარული აქტივობა (არ დაუშვათ მელნის გაშრობა): ჭავლური პრინტერის შეუფერხებელი მუშაობისთვის სასურველია სისტემის პერიოდული დატვირთვა. მაშინაც კი, თუ ბეჭდვა ყოველდღიურად არ გჭირდებათ, სასურველია ორ კვირაში ერთხელ მაინც ამოვბეჭდოთ 1 ფერადი გვერდი. ეს უზრუნველყოფს მელნის მუდმივ ცირკულაციას ბეჭდვის თავაკის ნასვრეტებში, რითაც თავიდან ავიცილებთ მელნის გაშრობას და შევინარჩუნებთ ბეჭდვის იდეალურ ხარისხს. თუ მაინც შევამჩნევთ რომ მელანი გაშრა და რომელიმე ნასვრეტიდან მელანი არ გამოდის, საკმარისია პროგრამიდანვე მივუთითოთ თავაკის წმენდა და/ან თავაკის ინტენსიური წმენდა, რაც დაგვიგრუნებს თავდაპირველ მკაფიო და ხასხასა ამონაბეჭდებს.



2. გამოიყენეთ მხოლოდ ორიგინალი მელანი (Epson 101 სერია) Epson L14150-ის მაღალტექნოლოგიური PrecisionCore™ თავაკი მგრძნობიარეა მელნის შემადგენლობაზე. ორიგინალი პიგმენტური შავი და ფერადი მელნების გამოყენება გარანტიას გაძლევთ, რომ:



ბეჭდვის თავაკის ნასვრეტები არ დაზიანდება და არ დაიბინძურება ნალექით.
ბეჭდვის ხარისხი წლების განმავლობაში უცვლელი დარჩება.
მელნის ჩასხმისას „Key-lock“ სისტემა დაგიცავთ ფერების არევისგან ან გადმოღვრისგან.


3. მელნის დონის კონტროლი ნუ დაელოდებით რეზერვუარების სრულ დაცლას. თვალი ადევნეთ წინა პანელზე არსებულ ინდიკატორებს. თუ მელნის დონე მინიმალურ ნიშნულს ჩამოსცდა, სისტემაში ჰაერის მოხვედრამ შესაძლოა ბეჭდვის დეფექტები გამოიწვიოს. დროული შევსება აპარატის ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტიაა.

მსგავსი პროდუქცია

RP-M809 80mm thermal Receipt printer USB+COM+LAN

RP-M809 80mm thermal Receipt printer USB+COM+LAN

360.00
RP-M809 80mm thermal Receipt printer USB+COM+LAN

RP-M809 80mm thermal Receipt printer USB+COM+LAN

360.00
Barcode Thermal Printer BP-350B

Barcode Thermal Printer BP-350B

360.00
HP OfficeJet Pro 9720 Wide Format All-in-One Printer A4

HP OfficeJet Pro 9720 Wide Format All-in-One Printer A4

855.00
HP OfficeJet Pro 9730 All-in-One Printer A3

HP OfficeJet Pro 9730 All-in-One Printer A3

1,060.00
HP LaserJet Pro 137fnw MFP Printer A4 4ZB84A

HP LaserJet Pro 137fnw MFP Printer A4 4ZB84A

635.00
HP Smart Tank 581 All-in-One WiFi Printer A4

HP Smart Tank 581 All-in-One WiFi Printer A4

405.00
HP LaserJet M111w WiFi Printer A4

HP LaserJet M111w WiFi Printer A4

373.00
HP LaserJet MFP M141w Printer

HP LaserJet MFP M141w Printer

500.00
HP LaserJet MFP M236sdn Printer A4

HP LaserJet MFP M236sdn Printer A4

765.00