BAMI.GE

მენიუ

მთავარი კონტაქტი

კატეგორიები

შესვლა
HP OfficeJet Pro 9730 All-in-One Printer A3
პრინტერები

HP OfficeJet Pro 9730 All-in-One Printer A3

კოდი: 766 43 ნახვა მარაგშია

1,060.00 ₾
Y537P5C
Facebook WhatsApp

HP OfficeJet Pro 9730: პროფესიონალური A3 სკანერი და პრინტერი ერთ მოწყობილობაში - როცა იდეებს მეტი სივრცე სჭირდება ხშირად, დიდი ფორმატის A3+ დოკუმენტების გაციფრულება დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ისევე როგორც მათი ბეჭდვა, ხელმისაწვდომი HP OfficeJet Pro 9730 სწორედ ამისთვისაა — ეს პრინტერი საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად ვიმუშავოთ A3 ფორმატის დოკ...

პროდუქტის მახასიათებლები

HP OfficeJet Pro 9730: პროფესიონალური A3 სკანერი და პრინტერი ერთ მოწყობილობაში - როცა იდეებს მეტი სივრცე სჭირდება


ხშირად, დიდი ფორმატის A3+ დოკუმენტების გაციფრულება დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ისევე როგორც მათი ბეჭდვა, ხელმისაწვდომი HP OfficeJet Pro 9730 სწორედ ამისთვისაა — ეს პრინტერი საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად ვიმუშავოთ A3 ფორმატის დოკუმენტებთან: ფერადად ვბეჭდოთ, ვასკანეროთ და გადავიღოთ ასლები. პროექტირებაში, არქიტექტურასა თუ დიზაინში ყოველ დეტალს და ფერს თავისი დანიშნულება აქვს: HP OfficeJet Pro 9730 ერთ-ერთი იშვიათი მოდელია, რომლის ფერთა გამა სრულად შეესაბამება თანამედროვე DCI-P3 სტანდარტს - თუ თქვენი მონიტორი მხარს უჭერს DCI-P3 გამას, ამონაბეჭდის ფერები მიახლოებული იქნება მონიტორის ფერებთან.



დანიშნულება:


კრეატიული პროფესიონალებისთვის: ვისაც სჭირდება ნახატების, ესკიზებისა თუ პოსტერების მაღალი ხარისხით გაციფრულება.


საარქივო და საპროექტო ჯგუფებისთვის: ვისაც დიდი მოცულობის A3 დოკუმენტაციის სწრაფი და ორმხრივი სკანირება ესაჭიროება.


დამპროექტებლებისთვის: ვისთვისაც ნახაზის ბეჭდვა და მისი მყისიერი გაციფრულება სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია.


ძირითადი პარამეტრები (Highlights):



A3 სკანერი ADF-ით: შეგიძლიათ დაასკანიროთ დიდი ფორმატის ორმხრივი დოკუმენტები ავტომატურ რეჟიმში ერთ ჯერზე: სენსორები ფურცლის ორივე მხარეს ერთდროულად ასკანერებენ. ეს არა მხოლოდ აჩქარებს პროცესს, არამედ იცავს თქვენს დოკუმენტებს ზედმეტი მექანიკური ცვეთისგან.


უჩარჩოო ბეჭდვა A3+ ფორმატში: ბეჭდეთ სტანდარტულ ფორმატებზე დიდი ზომის პროექტები, როცა ყოველი დეტალი და ფერის სიზუსტე მნიშვნელოვანია (Gamut DCI-P3).


გუნდური მუშაობისთვის მზადყოფნა: ჩაშენებული Ethernet და Dual-band Wi-Fi® (Self-healing) უზრუნველყოფს მოწყობილობის სტაბილურ ხელმისაწვდომობას მთელი სამუშაო ჯგუფისთვის.


ავტომატური ორმხრივი ბეჭდვა (Duplex): პრინტერი ავტომატურად ბეჭდავს ფურცლის ორივე მხარეს.


ტევადი და ჭკვიანი სათავსოები: ორი დამოუკიდებელი 250-ფურცლიანი განყოფილება გაძლევთ საშუალებას, ერთდროულად იმუშაოთ სხვადასხვა ფორმატზე (A4 და A3 ჯამში 500 ფურცელი) ყოველგვარი შეფერხების გარეშე.


HP Wolf Pro Security: თქვენი მონაცემების დაცვა გარანტირებულია ჩაშენებული ბიზნეს-კლასის უსაფრთხოების სისტემით.


რეკომენდაცია:



იმისათვის, რომ HP OfficeJet Pro 9730-მა ყოველთვის იდეალური შედეგი მოგცეთ, მნიშვნელოვანია მისი პერიოდული გამოყენება. რეგულარული მუშაობა ხელს უშლის მელნის შეხმობას საბეჭდ თავაკებზე და თავიდან აცილებს ტექნიკურ შეფერხებებს, რაც ხანგრძლივი პაუზების დროს შეიძლება წარმოიქმნას.

მსგავსი პროდუქცია

RP-M809 80mm thermal Receipt printer USB+COM+LAN

RP-M809 80mm thermal Receipt printer USB+COM+LAN

360.00 ₾
RP-M809 80mm thermal Receipt printer USB+COM+LAN

RP-M809 80mm thermal Receipt printer USB+COM+LAN

360.00 ₾
Barcode Thermal Printer BP-350B

Barcode Thermal Printer BP-350B

360.00 ₾
HP OfficeJet Pro 9720 Wide Format All-in-One Printer A4

HP OfficeJet Pro 9720 Wide Format All-in-One Printer A4

855.00 ₾
HP LaserJet Pro 137fnw MFP Printer A4 4ZB84A

HP LaserJet Pro 137fnw MFP Printer A4 4ZB84A

635.00 ₾
HP Smart Tank 581 All-in-One WiFi Printer A4

HP Smart Tank 581 All-in-One WiFi Printer A4

405.00 ₾
HP LaserJet M111w WiFi Printer A4

HP LaserJet M111w WiFi Printer A4

373.00 ₾
HP LaserJet MFP M141w Printer

HP LaserJet MFP M141w Printer

500.00 ₾
HP LaserJet MFP M236sdn Printer A4

HP LaserJet MFP M236sdn Printer A4

765.00 ₾
Epson EcoTank All-In-One L14150 Wi-Fi A3+ Printer

Epson EcoTank All-In-One L14150 Wi-Fi A3+ Printer

2,260.00 ₾